არჩევნები 2016

ხოშტარია: წყნეთში უბნებთან ღიად მიდის აგიტაცია,"ხომ იცი, რომ 41 უნდა შემოხაზოო"

ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, იმას, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენს დემოკრატიას და არ იყოს ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა. არჩევნები ჯერჯერობით მშვიდ ვითარებაში მიდის ჩემს უბნებზე, ვაკეში, თუმცა, წყნეთში შეინიშნება დიდი მობილიზაცია. პირდაპირ უბნებთან მიდის აგიტაცია. ადამიანებს ღიად ეუბნებიან, "ხომ იცი, რომ 41 უნდა შემოხაზო". ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელია, არის მედიაყურადღება და ნუ დაარღვევენ კანონს, მშვიდ ვითარებაში ჩავატაროთ არჩევნები და მიეცეთ საშუალება ადამიანებს, გააკეთონ თავისი არჩევანი.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია არჩევნების მიმდინარეობაზე.

კომენტარები