რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ქუცნაშვილი: მირიან მეფემ ევროპული არჩევანი ევროპული რელიგიის მიღებით გააკეთა

დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია იმ ბარიერის დაძლევამდე, რა ბარიერიც შეიქმნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. მეოთხე საუკუნეში მირიან მეფემ ზოროასტრებს ამჯობინა ევროპული რელიგია და მივიღეთ ჩვენ ის, რაც მივიღეთ, მართლმადიდებლური რელიგია, მაშინ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა არჩევანი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. ასე რომ, ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის.

რუსეთის სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის აღსადგენად კონსულტაციები გრძელდება, ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა.

კომენტარები