რესპუბლიკური პარტია

ხუხაშვილი: რესპუბლიკელები ხელისუფლებაში მოსვლას მუდმივად უკანა კარიდან ცდილობდნენ

მე ვფიქრობ, ახლა გარკვეული სტრესია პოლიტიკური სპექტრისთვის იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შედეგი მიიღო ძალაუფლების მხრივ, მან დანიშნა თავის ერთადერთ და განუმეორებელ ალტერნატივად ნაციონალური მოძრაობა და სრული კომფორტი შეუქმნა, მოუსუფთავა ოპოზიციური ველი. ეს პარტიები იშლებიან არა იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, არამედ იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კონკურენცია აღარ შეუძლიათ.

რესპუბლიკური პარტია არასოდეს არ დაიშლება. ის არც იყო პარტია, იყო პოლიტიკური კლუბი, რომელიც ცდილობდა, ხელისუფლებაში მუდმივად უკანა კარიდან მოსულიყო ანუ ის ელექტორატზე აქცენტს არასდროს აკეთებდა და უკანა კარიდან აკაკუნებდნენ, მაგრამ ადამიანი, ვინც აკაკუნებდა, იყო უსუფაშვილი. უსუფაშვილმა დაინახა, რომ უკანა კარიდან პოლიტიკაში მოხვედრა უკვე იქნება ძალიან რთული და ახლა შეეცდება, რომ დაიწყოს ახალი პოლიტიკური თამაში.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე.

კომენტარები