რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კაპანაძე: ეს ხელისუფლება არის ძალიან კომფორტული პარტნიორი მოსკოვისთვის

ძალიან ნათელია, რომ ეს ხელისუფლება არის ძალიან კომფორტული პარტნიორი მოსკოვისთვის. ვუსმენდი ნოდარ ხარშილაძეს და ვეთანხმები შეფასებებში, ანუ რა არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს - ის არ ცდილობს ოკუპაციის თემის წინ წამოწევას, არ ცდილობს რუსეთის გაღიზიანებას. მე ერთს დავამატებდი - ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება კონკრეტულ დიპლომატიურ ფრონტბზე კონკრეტული დიპლომატიური მიმართულებებით არის უაღრესად პასიური, მაგალითად, არაფერს არ აკეთებს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულების ასამოქმედებლად, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებაა, რუსეთი მას არ ასრულებს და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, რომ შევასრულებინოთ. არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება იმ კუთხით, რომ დევნილების დაბრუნების საკითზე ესაუბროს ორმხრივ დიალოგში, ეს არის ორი ფუნდამენტური მიმართულება, რომელიც ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი იყო 2012 წლამდე და ორივე მიმართულება არის ბოლომდე ჩაშვებული.

ენმ-ის წევრი სერგი კაპანაძე რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები