რესპუბლიკური პარტია

კაპანაძე: სხვა პარტიები ხელისუფლების ოპოზიციაში უნდა იყვნენ და არა ენმ-ის

მე მგონია, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკური ძალა არის დიდოსტატი ერთსა და იმავე ფოცხზე ფეხის დაბიჯების და ერთი და იგივე შეცდომის დაშვების. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც სხვა ოპოზიციურმა ძალებმა დაუშვეს  ეს იყო ის, რომ მოახდინეს საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც ნაციონალური ძალის ოპოზიციისა და არა როგორც ხელისუფლების ოპოზიციისა. ანუ ოპოზიციის ოპოზიცია გახდნენ და ამით რა შედეგიც მიიღეს თავად და რა შედეგი მიიღო ქვეყანამ, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. მათ შეუძლიათ, გააგრძელონ იგივე გზაზე სიარული, თუმცა მიმაჩნია, რომ, თუკი ვინმეს უნდა, ქვეყანაში რამე რეალური მოხდეს, ისინი ხელისუფლების ოპოზიციაში უნდა იყვნენ და არა ოპოზიციის ოპოზიციაში

ენმ-ის წევრი სერგი კაპანაძე რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება. უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და განაცხადა, რომ ენმ-ის საპირწონე ოპოზიციური პარტიის შექმნას აპირებს

კომენტარები