არჩევნები 2016

კალაძე: ყველა ფაქტზე, სადაც გადაცდომა იყო, შსს-ს მხრიდან რეაგირება მოხდა

გავიხსენოთ, როდესაც მოხდა ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დარბევა, შესაბამისად, შსს-მ მოახდინა რეაგირება და კონკრეტული პიროვნება არის დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება. გავიხსენოთ მარნეული, როდესაც ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი ცდილობდა, იქ არეულობა შემოეტანა, თავისი მხარდამჭერებით როდესაც მივიდნენ, ქვები დაუშინეს პოლიციელებს, აქ 6 პიროვნება იქნა დაკავებული, აქაც შსს-მ მოახდინა რეაგირება და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ფაქტზე, სადაც რაიმე გადაცდომა იყო ან ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, შესაბამისად მოხდა რეაგირება. არც ერთი საქმე, თუ არსებობს რაიმე სავარაუდო დანაშაულებრივი კონკრეტული ფაქტები, ჩვენ აუცილებლად მივყვებით ბოლომდე და შესაბამისად, ყველა, ვინც კანონს არღვევდა, იქნება დასჯილი.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები