მთავრობის ფორმირება

კოღუაშვილი: სავარაუდოდ, ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავრობის თავმჯდომარე გააკეთებს ამაზე განცხადებას და ეს მისი პრეროგატივაა. არ დაახანებს, ცვლილებებთან დაკავშირებით თვითონ პრემიერმინისტრი ისაუბრებს. მათ შორის, ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებითაც კომენტარს გააკეთებს პრემიერმინისტრი. კონსულტაციები მიმდინარეობს ბევრ თემაზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებითაც. მე, როგორც პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მივესალმები, ისიც პოლიდსაბჭოს წევრია, პარლამენტის წევრი გახლავთ, პარტიის აღმასრულებელი მდივანია და შესაბამისად, ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი იქნება აღნიშნულ [პარლამენტის თავმჯდომარის] პოსტზე.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი დავით კოღუაშვილი მთავრობის ფორმირებაზე.

კომენტარები