ლარის გაუფასურება

ჭიაბერაშვილი: ამ მთავრობის პირობებში ლარის დასტაბილურებას არც უნდა ველოდოთ

ის ფუნდამენტური პრობლემები, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, არსად გამქრალა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არაკომპეტენტურობა, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, გაუარესებელი საინვესტიციო გარემო, ნაკლები ფულის შემოდინება ქვეყანაში. ეს ყველაფერი გრძელდება დღესაც და, ბუნებრივია, ამ მთავრობის პირობებში ლარის დასტაბილურებას არც უნდა ველოდოთ. ეს არის ის, რაც ახლავს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და გაჰყვება მას ბოლომდე.

ენმ-ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის კურსის შესახებ. ცნობისთვის, ერთი დოლარი ეროვნული ბანკოს მონაცემებით, 2.41 ლარი ღირს, ხოლო სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში - 2.44 - 2.66.

კომენტარები