სამთავრობო ცვლილებები

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილის პაიკების აქეთ-იქით გადანაცვლებით, არსი არ შეიცვლება

მთავარი, რაც სჭირდება ქვეყანას, ეს არის ბიუროკრატიის და ბიუროკრატიული ხარჯის შეკვეცა, რასაც არ აპირებს ივანიშვილის მთავრობა და, ბუნებრივია, ივანიშვილის პაიკების აქეთ-იქით გადანაცვლებით, თავისი არსი არ შეიცვლება. არსი არის ის, რომ ეს არის არაკომპეტენტური მთავრობა, რომელიც ატარებს მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას და ზიანს აყენებს მთლიან ქვეყანასაც და თითოეული მოქალაქის ჯიბესაც.

ენმ-ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე.

კომენტარები