საკონსტიტუციო ცვლილება

წულუკიანი: არ გამოვრიცხავ, პარლამენტის როლის გაძლიერებაზე მსჯელობა გაიმართოს

რაც შეეხება მოდელს, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შემუშავებული კონსტიტუციით ვცხოვრობთ დღეს. ეს არის ის კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის საპარლამენტო მმართველობა. პარლამენტი არის მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წყარო. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტის როლის გაძლიერებაზე მომავალმა პარლამენტმა იმსჯელოს. ეს უკვე მათი საქმეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარი კონსულტაციები იქნება ძალიან ფართო, თუკი ამგვარი ცვლილებები განხორციელდა. თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ამაში ჩართული. მათ შორის, ამას კანონიც ითვალისწინებს, რომ თუ კონსტიტუცია შეიცვლება, თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით საქართველოს თითოეულ რეგიონში უნდა გაიმართოს მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი კონსულტაცია.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებაზე.

კომენტარები