ლარის გაუფასურება

ხადური: ლარის გაუფასურება დროებითია, კურსი აუცილებლად გამყარდება

მინდა, დარწმუნებით ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა, პირიქით, გაუმჯობესებულია. მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს - დეკემბერში ჩაირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ცნობისთვის, ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.419 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო - 2.68. კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში დოლარი 2.46-2.48 ღირს, ხოლო ევრო - 2.75-2.78.

კომენტარები