ლარის გაუფასურება

ბოკერია: ლარის გაუფასურება ქართული ოცნების მიერ ჩვენი ჯიბიდან ფულის ამოღებაა

ეს [ლარის გაუფასურება] არის ივანიშვილის და მისი მარიონეტების გუნდის მავნებლური და არაკომპეტენტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ თუ არ დაწევენ გადასახადებს, თუ არ შეწყვეტენ ამ მასშტაბით შიდა ვალის აღებას, თუ არ შეამცირებენ დეფიციტს ანუ არ შეამცირებენ ფულის ბიუროკრატიაზე ფლანგვას, სადაც მათი ნათესავები და ახლობლები არიან, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. რა გამოვიდა - რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება დააფინანსეს ჩვენი ხალხის გაღარიბების ხარჯზე, იმიტომ, რომ ლარის გაუფასურება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ ჩვენი ჯიბიდან ფულის ამოღება.

ახლაც არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმის, რომ მოგვისმინონ, მაგრამ ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ამ მასშტაბით შიდა ვალების აღება, შეწყვიტეთ დეფიციტური ხარჯვის ზრდა და ბიუროკრატიის, მავნებლური პროექტების დაფინანსება უაზროდ, დაწიეთ გადასახადები, თორემ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები