საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ჩუგოშვილი: ორივე ადმინისტრაციის შემთხვევაში, აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი ვიქნებით

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინარული, ვიტყოდი, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად. რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ორივე ადმინისტრაციის შემთხვევაში მგონია, რომ საქართველო მთლიანად შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად ჩვენს რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით, უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.

ქართული ოცნების ახალი სახე თამარ ჩუგოშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას.

კომენტარები