განათლების სისტემა

ჯეჯელავა: მსუბუქი წიგნის სტანდარტი შევიმუშავეთ, ჩანთის წონა 3კგ-ზე მეტი არ უნდა იყოს

ჩანთის წონამ ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სამი გზა გვაქვს, ერთი - მსუბუქი წიგნის სტანდარტი უკვე შევიმუშავეთ, როგორ ქაღალდზე უნდა იყოს, რომლის შემთხვევაშიც, მთელი ჩანთის წონა - წიგნებით და რვეულებით - არ უნდა აღემატებოდეს სამ კილოგრამს, ეს არის სტანდარტი, ნებისმიერი ასაკისთვის დაშვებული. ამას უკვე ვაკეთებთ, შემდეგი წიგნები იქნება ამ სტანდარტის. მეორე, რასაც ვაკეთებთ - განიტვირთება ქვედა კლასების პროგრამა, იმდენი საგანი დღეში რომ აღარ ექნება, იმდენი წიგნის წაღება არ მოუწევთ და ჩანთა დამსუბუქდება. მესამე, ჩვენ ნებაყოფლობით ალტერნატივად შემოვიღებთ ელექტრონულ წიგნებს, ოჯახი თუ გადაწყვეტს, ბავშვს შეეძლება, სახლში იმუშაოს ქაღალდის წიგნებით, ხოლო სკოლაში წაიღოს მხოლოდ კომპიუტერი. ანუ წიგნების წინ და უკან ტარება, შესაძლოა, აღარ დასჭირდეს.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემა 20-30-ის ეთერში.

კომენტარები