არჩევნები 2016

ხოშტარია: ქვეყნის ინტერესებს სჭირდება პარლამენტში შესვლა

როგორც მან [მიხეილ სააკაშვილმა] თავად განაცხადა, მთავარი კრიტიკის საგანი მისი მხრიდან პარლამენტში შესვლის და მეორე ტურში მონაწილეობის საკითხია. ეს არ ყოფილა ერთი და ორი ადამინის მიერ დაყენებული თემა. ჩვენ ძალიან ჯანსაღად, დემოკრატიულად ვიმსჯელეთ და კოლექტიურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ინტერესებს სჭირდება პარლამენტში შესვლა და სჭირდებოდა მეორე ტურში მონაწილეობა. როდესაც პარტია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, თუნდაც კამათის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება შევასრულოთ, შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ მუშაობა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა.

კომენტარები