საარჩევნო სისტემა

წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა გასაუქმებელია

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მე, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, არ ვემხრობი და მიმაჩნია, რომ ყველა ოლქს და მასში მცხოვრებ ამომრჩეველს უნდა ჰყავდეს ერთი პირი, რომელიც ბოლომდე აგებს პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ის იღებს მათ წინაშე. თუკი ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ზოგიერთ მაჟორიტარს წარსულში არც კი იცნობდა საკუთარი ამომრჩეველი, ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ მთლიანად სისტემა გაუქმდეს. ამის წამალი არის ის, რომ ყველა მაჟორიტარმა კეთილი ინებოს და საკუთარ ამომრჩეველთან უფრო აქტიურად იმუშაოს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ვიყო უმცირესობაში და პარლამენტმა ამ მოდელის გაუქმებას მხარი დაუჭიროს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

კომენტარები