არჩევნები 2016

სააკაშვილი: პოლიტიკაში ჩემი როლი თვითგამოცხადებული ლიდერების გადასაწყვეტი არაა

სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში არ არის გადასაწყვეტი ერთი-ორი თვითგამოცხადებული პარტიული ლიდერის, ეს ქართველი ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების გადასაწყვეტია. ამიტომ, მე ამ თამაშებში და ინტრიგებში არ შევდივარ. ეს ინტრიგები და თამაშები არის ძაან უბრადრუკი და დამარცხებულის პოზიციებიდან, და იმ ხალხისგან, რომლებმაც შემდეგი 20 წელი დამარცხება გამოგვიწერა. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე, მე მზად ვარ გამარჯვებისთვის უკრაინაშიც და საქართველოშიც. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერები და ხალხი განსაზღვრავს ჩვენს ფუნქციას. ამაში ეჭვიც არავის შეეპაროს. მოდით, მათ მივცეთ საშუალება და ნუ ვცდილობთ, ვიღაცას თავზე მოვახვიოთ ვიწრო ინტერესების და კულუარული გადაწყვეტილებები. კულუარებით და ინტრიგებით გადაწყვეტილება უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ეს არის დამარცხების რეცეპტი. მე ყველაფერს ღიად ვაკეთებ და ასე ვიქნები. ხალხის დაკომპლექსება იმაზე, რომ ნუ გადააკვდით ერთ კაცს, კაცში კი არა, აქ არის იდეაში საქმე, იდეისთვის ბრძოლისთვის არის საჭირო თანმიმდევრულობა და საჭიროა ინტრიგებზე და კულუარულ მეთოდებზე უარის თქმა. ეს არის რეცეპტი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. საქართველოს ბედი ბევრწილად წყდება აქ. თუ უკრაინა არ არის ძლიერი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხურდაში მოყოლილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები