2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება

აბაშიძე: რუსეთი თავს არიდებს გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს

რუსეთს არ ჰქონდა რატიფიცირებული ეს შეთანხმება [რომის სტატუტი], შეუერთდა თავის დროზე მაგრამ შემდეგ რატიფიცირება არ მოუხდენია. ახლა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორც ჩანს თავს არიდებენ გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. თავისთავად ეს რაიმე გავლენას არ იქონიებს იმ პროცესზე რაც მიმდინარეობს. 

ტაბულას კითხვას "იქონიებს თუ არა ვლადიმირ პუტინის განკარგულება რომის სტატუტის წევრობაზე უარის თქმაზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განხილულ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე?" პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პასუხობს.

კომენტარები