საქართველოს პარლამენტი

ხოშტარია ქართულ ოცნებას: მაქვს განცდა, რომ ფიცი დადეთ ივანიშვილის წინაშე

მაქვს განცდა, დაფუძნებული 4 წლის სამწუხარო გამოცდილებაზე, რომ თქვენ [ქართულმა ოცნებამ] დღეს დადეთ ფიცი არა კონსიტიტუციისა და ქვეყნის წინაშე, არამედ არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომელსაც მუდმივად, 4 წლის განმავლობაში, უმტკიცებდით ერთგულებას და მგონია, რომ ასევე გააგრძელებთ მომავალი 4 წელიც. არ შეიძლება სუს-ი იყოს მთავარი მოქმედი პოლიტიკური პირი. არ შეიძლება, სუს-ი იყოს დაკავებული ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვით. არ შეიძლება, სუს-ი იყოს პოლიტიკური პროცესების ერთადერთი მმართველი. არ შეიძლება, სასამართლო ემორჩილებოდეს არაფორმალურ მმართველს და არა კანონსა და კონსტიტუციას. არ შეიძლება, რომ მოსამართლეები ძაღლებს ასეირნებდნენ მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი იმართება. არ შეიძლება, მოსამართლეები გარბოდნენ საავადმყოფოში ტყუილად, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესი იმართება. ეს არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ მთლიანად ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრობლემა.

ენმ-ის წევრის, ელენე ხოშტარიას გამოსვლა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

კომენტარები