საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა

პრეზიდენტი: ეკონომიკის უკეთესი განვითარებისთვის ყველა წინაპირობა უზრუნველყოფილია

კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდი ძლიერია, ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია ბიზნეს საზოგადოების მხარდაჭერა, ბიზნესმენები ძალიან კეთლგანწყობილები არიან, რწმენა აქვთ და მხარდაჭერა კვირიკაშვილის. ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან - თუ აქამდე მუდმივად იყო საუბარი, სამართლიანი თუ არასამართლიანი გადაბრალება, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ახალი პროფესიული ეროვნული ბანკი, რომელიც თანამშრომლობს. ასე რომ, თუ რაიმე წინაპირობა შესაძლებელია იყოს ეკონომიკის უკეთესი განვითარებისთვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, დღეს ყველა ასეთი პირობა უზრუნველყოფილია. ახლა, ბუნებრივია, არის არაორდინალური და აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო. როგორი იქნება ეს ნაბიჯები, ამის თაობაზე მე ვერ მოგახსენებთ.

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მთავარი".

კომენტარები