მედიაგარემო

პრეზიდენტი: მედიასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უნდა გაეცეს გასაგები პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით გარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ის საკითხებია, რაზეც პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედიათემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი. ჩვენ ვგულისხმობთ აბსოლუტურად ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც დაიწყო ჩემი და ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვით, შემდეგ მაესტროში მიმდინარე მოვლენებით, გაგრძელდა რუსთავი ორით, თუნდაც იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის თემით, რამაც გააჩინა არაერთი შეკითხვა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

კომენტარები