გურჩიანი წულუკიანზე: თქმა, რომ R2-ის ბედი არ აღელვებს, ნდობას არ მიღრმავებს

ხშირად შემიქია თეა წულუკიანი ქალთა საკითხზე სწორი პოზიციისთვის და ამას არ ვნანობ. თუმცა, ნამდვილად არ მინდა მასაც მხოლოდ ერთ, იზოლირებულ საკითხში ვეთანხმებოდე, როგორც მაგალითად, ირმა ინაშვილს დავეთანხმე დღეს საყდრისთან დაკავშირებთ. პასიურ-აგრესიული ტონი და ქცევა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნიდან, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ ხმამაღლა თქმა, რომ წამყვანი ტელევიზიის ბედი არ აღელვებს (ანტიპათიის მიუხედავად და ამ რთულ კონტექსტში) და ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო საქმის "ვანოს საქმედ" მოხსენიება, მე არანაირ ნდობას არ მიღრმავებს არც მართლმსაჯულების და არც იუსტიციის ორგანოების მიმართ ზოგადად.

უფლებადამცველი თამარ გურჩიანი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომ რუსთავი ორის ბედი არ აინტერესებს.
მოკლე ბმული: