ე.წ კაბელების საქმე

დოლიძე: ახლაც ვიმეორებ, რომ ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო

როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს ვიმეორებ - კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო წინა პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც მე არასდროს გადავუხვევ. დანარჩენი სხვა - თანამდებობა, ეს არის მეორეხარისხოვანი. რაც შეეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში არის სწორი გადაწყვეტილება, ისევე როგორც მანამდე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არ მაქვს ერთი კითხვაც კი, სწორად მოვიქეცი თუ არა. კაბელების საქმე და იმ ხუთი ადამიანის დროულად გათავისუფლება, ჩვემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, აქედან უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე კითხვაზე - რჩება თუ არა იმ პოზიციაზე, რომ ე.წ. კაბელების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული.

კომენტარები