რუსთავი 2-ის საქმე

კვირიკაშვილი: არ ეყოფა ჩემი კომპეტენცია R2-ის საქმის სამართლებრივ შესწავლას

რაც შეეხება ბატონი გიგა ბოკერიას შეკითხვას, იმდენჯერ მოხდა რუსთავი ორის ქონების ერთი ხელიდან მეორეში გადაცემა, მე მგონია, უზარმაზარი ლაბირინთია იქ და მე არ ვიცი, რამდენად ეყოფა ჩემი კომპეტენცია ამ საკითხის სამართლებრივ შესწავლას. რაც შეეხება ამ საკითხის გამჭვირვალობას, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ მომხრე ვარ გამჭვირვალობის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნას საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე და გამჭვირვალობით.

პრემირმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, ენმ-ის დეპუტატის გიგა ბოკერიას კითხვაზე - "ბატონო გიორგი, მომესმა თუ მართლა თქვით, რუსთავი ორის საქმეს კარგად არ ვიცნობ, არ ჩამიხედავსო? რატომ არ იცნობთ? მთელი მსოფლიო, ჩვენი მთავარი პარტნიორები ამ საკითხზე საჯაროდ და კერძოდ გესაუბრებიან და თქვენ არც დაინტერესებულხართ? იქნებ გული გაგისკდეთ, რომ ჩაიხედოთ?"

კომენტარები