მთავრობის დამტკიცება

ბოკერია: როდესაც "ნომინალურ პრემიერს" შეურაცხყოფად თვლით, ნახეთ, რა თქვა წულუკიანმა

ბატონო გიორგი, თქვენ შეერთებულ შტატებში სწავლობდით თუ არ ვცდები, ილინოისის უნივერსიტეტში. ამ დარბაზში არის არაერთი ადამიანი, ვინც ევროპულ სტრუქტურებში მუშაობდა. ერთხელ მაინც დებატები გინახავთ ევროპულ პარლამენტში? ან შეერთებულ შტატებში? ონლაინ მაინც გინახავთ, რა შეფასებებს აკეთებენ იქ პრემიერმინისტრების და პრეზიდენტების? თუ რა ტიპის სიმწვავის თავდასხმებია? პერსონალურიც ხშირად, და ამის მერე გვამადლით, რომ კითხვებზე პასუხს გთხოვთ? ეს არის ლიბერალური დემოკრატია, როდესაც გაკრიტიკებენ ძალიან მწვავედ, რომ არ გსიამოვნებს ისე და შემდეგ პასუხებსაც იძლევი და როგორც პრემიერმინისტრი და შემდეგ სათათბიროდაც ჯდები ოპოზიციასთან. ჩვენთან ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ. ესაა ლიბერალური დემოკრატია, აბა თქვენ ლიბერალური დემოკრატიის არსი ის გგონიათ, კითხვები რომ გესმით, თუ როგორი კარგები ხართ, ბატონო გიორგი და ნუთუ კიდევ უფრო კარგები იქნებით შემდეგი ოთხი წელიწადი, და თქვენ იტყვით, რომ - "კი, ვეცდებით", ეს არის არსი? ხომ არ დავცინით ერთმანეთს? "ნომინალური პრემიერმინისტრი არის შეურაცხყოფაო" -  ეს არის თქვენი აზრით, შეუსაბამო დემოკრატიული პრაქტიკისთვის? თქვენ ქალბატონი წულუკიანი გყავთ კაბინეტში, ორი დღის წინ უსმინეთ, როგორ ლაპარაკობდა? თუ ლექსიკის ხარისხზე ლაპარაკობთ? შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი, საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ და წუწუნებთ იმაზე თუ რა გესმით აქ?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია მთავრობის დამტკიცების სხდომაზე.

კომენტარები