ოკუპაციის შესახებ კანონი

კვიციანი: ოკუპაციის კანონი მიიღეს იმიტომ, რომ ქართველებმა არ გააქართულონ იქაურობა

ეს [ოკუპაციის შესახებ] კანონი არის მიღებული აბსოლუტურად საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ. ეს კანონი მიიღეს იმის გამო, რომ ქართველები, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები, არ შევიდნენ აფხაზეთში, არ იყიდონ მიწები, არ იყიდონ სახლები, არ გააქართულონ იქაურობა. ამის საწინააღმდეგოდ მიაღებინეს რუსებმა სააკაშვილს ეს კანონი და ეს კანონი არის გასაუქმებელი.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ემზარ კვიციანი ოკუპაციის შესახებ კანონზე. ცნობისთვის, თავდაცვის კომიტეტმა კანონის ლიბერალიზაციის შესახებ მსჯელობა განაახლა.

კომენტარები