კანონი ოკუპაციის შესახებ

კვიციანი: შევეცდები, დავარწმუნო პარლამენტი, რომ ოკუპაციის კანონი გაუქმდეს

შევეცდები, დავარწმუნო პარლამენტი, მექნება აუცილებლად კითხვებიც, წინადადებებიც, რომ ეს [ოკუპაციის შესახებ] კანონი საერთოდ გაუქმდეს. ის მხოლოდ და მხოლოდ ეწინააღმდეგება ქართველების და აფხაზების შერიგებას. ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან მისვლას. გინახავთ სომეხი, რუსი ან ვინმე, ვინც ამის გულისთვის დაისაჯა? აფხაზეთში ნამყოფი რამდენი მოსულა რუსიც, სომეხიც, აზერბაიჯანელიც. ერთი-ორი დაისაჯა საჩვენებლად, რომ შიში ქონოდათ, ვერ მოსულიყვნენ აქ ისევ ქართველები. ამიტომაა, რომ ეს ყველაფერი არის ქართველების საწინააღმდეგოდ.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ოკუპაციის შესახებ კანონზე კურიერთან ისაუბრა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა დღეს განაახლა.

კომენტარები