ლარის გაუფასურება

სუბარი: ის ადამიანები, ვისაც დოლარში სესხი არ აქვთ, ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას

როდესაც ლარის კურსზე ვლაპარაკობთ, კი, ჩემთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც ჩვენს ბევრ მოქალაქეს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც სესხი არ აქვთ და ჩვეულებრივ იღებენ რაღაც რაოდენობის ხელფასს, ინფლაციის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას, რადგან ფასები ლარში ზუსტად იგივეა, რაც არის დოლარში. 

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი PALITRANEWS-ის გადაცემა 360 გრადუსში.

კომენტარები