რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: არავითარი პოლიტიკური ინტერესი რუსთავი 2-ის მიმართ არ გვაქვს

ჩვენ არ გვაქვს არავითარი პოლიტიკური ინტერესი რუსთავი 2-ის მიმართ. ამ საკითხის 2 შესაძლო გადაწყვეტა არსებობს: ერთი ვარიანტია, რომ ქიბარ ხალვაშმა აღიდგინოს საკუთრების უფლება, მეორე ვარიანტია რომ ვერ აღიდგინოს. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილს აქვს პირდაპირი გავლენა ამ შემთხვევაში მედია რესურსზე, რომ მან შეიძლება დიდი ალბათობით დაკარგოს გავლენა ნაციონალურ მოძრაობაზე და შესაბამისად, დაკარგოს მედიაზე გავლენაც. არცერთი ალტერნატიული გადაწყვეტის პირობებში არ შეგვიძლია განვსაზღვროთ საით წავა პროცესები. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოფილი იყოს მედია პლურალიზმი მედიასივრცეში და ჟურნალისტების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები