რუსთავი 2-ის საქმე

ოცნების დეპუტატი: რ2 მორალურად აქიმიძეს, დვალს და კიწმარიშვილის ოჯახს ეკუთვნის

რუსთავი 2-ის პროცესი უფრო მეტად არის კერძო საკუთრების, ქონებრივი უფლების თემა და საკითხი, ვიდრე მედიის თავისუფლების. პირადად ჩემთვის, მორალური თვალსაზრისით, ეს ტელევიზია დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის საკუთრება უფრო არის. ეს ჩემი პირადი აზრია, იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვიცი არხის დაფუძნების ისტორია. თუმცა, ქვეყანაში იმიტომ არსებობს სასამართლო, რომ ჩვენი პირადი მოსაზრებები გადავდოთ გვერდზე და სასამართლოს ვაცადოთ პროცესის ჩამთავრება. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობერიძე საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე რუსთავი 2-ის შესახებ საუბრობს.

კომენტარები