ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია: გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, თუმცა ცხადია ვემორჩილები

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყრილობის წესის შესახებ, რომელსაც მე არ ვემხრობოდი, თუმცა ცხადია, ვემორჩილები. ასეთია დემოკრატიული პროცესი. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თანაგუნდელი ლანძღვაზე, შანტაჟზე და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მათგან განსხვავებული პოზიცია მქონდა. ცხადია, ამას არ გავიმეორებ. არც პიროვნულად მიმაჩნია სწორი და არც პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ენმ-ის დეპუტატი ელენე ხოშტარიაა პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე ყრილობის ჩატარების შესახებ.

კომენტარები