ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თაქთაქიშვილი: უპრეცედენტო ფაქტი შედგა საქართველოს პარტიების ისტორიაში

დღევანდელმა პოლიტსაბჭოს შეხვედრამ და ყველა იმ პროცესმა, რომელიც მას წინ უძღოდა, აჩვენა ის, რომ უპრეცედენტო ფაქტი შედგა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში, როდესაც მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით, პოლიტიკურ პარტიაში არსებული უთანხმოება გადაწყდა დემოკრატიული პროცესის შედეგად, კენჭისყრით, და ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავებული პოზიციებისდა მიუხედავად, ჩვენი პარტია უკვე უფრო მეტად გაძლიერებული, გააგრძელებს მუშაობას 7 000 კაციანი ყრილობის მოსაწვევად იმისთვის, რომ სწორედ 7 000-მა დელეგატმა გადაწყვიტოს ის, თუ რა უფრო მეტად ეფექტური გზებით უნდა იმუშაოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში დასრულდეს. 

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე ყრილობის ჩატარების შესახებ.

კომენტარები