ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვარშალომიძე: დღეს პარტიაში გაიმარჯვა შიდა დემოკრატიამ და ალტერნატივამ

დღეს რაც მოხდა, მოხდა ის, რომ პარტიაში გაიმარჯვა შიდა დემოკრატიამ, გაიმარჯვა ალტერნატივამ და ამ ალტერნატივის მიხედვით, როგორც ყველამ იცით, ყველაფერი გაწერილი გვაქვს, ჩვენ ვემზადებოდით მრავალათასიანი ყრილობისთვის. მთავარი მიზანი იყო არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ ყოფილიყო მართვა. ყველა ჩვენი აქტივისტი, ყველა ჩვენი მომხრე, ყველა ის ადამიანი, რომელიც პარტიის მუშაობაში იყო, ჩართულიყო ამაში, მიეღო მონაწილეობა ყრილობაში და ყრილობას მიეღო, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება შემდგომი პოლიტსაბჭო, როგორ იმოქმედებს პარტია. 

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს ყრილობის ჩატარების შესახებ.

კომენტარები