ლარის გაუფასურება

თალაკვაძე: ლარის კურსმა შეწყვიტა გაუფასურება და გვაქვს კურსის გამყარების ტენდენცია

ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვმსჯელობდით ლარის კურსთან მიმართებით, ლარის კურსმა შეწყვიტა გაუფასურება და უკვე გვაქვს ტენდენცია კურსის გამყარების. ეს აღნიშნება როგორც შიდა საბალუტო ბაზარზე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ასევე ბლუმბერგის ვებგვერდზეც. ასე რომ, ლარის კურსმა შეწყვიტა გაუფასურება და გვაქვს ტენდენცია კურსის გამყარების. სტაბილიზაციის ეფექტი უკვე სახეზეა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლების, განსაკუთრებით, მთავრობის და საბანკო სექტორის, ასევე ეროვნული ბანკის სწრაფი თანამშრომლობა, ეფექტური თანამშრომლობა და მტკიცე ნაბიჯები დავინახეთ ყველამ იმ პერიოდში, როცა აქ ცხარე კამათი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სხდომაზე. ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან და ევროსთან 5-5 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები