რუსთავი 2-ის საქმე

სამადაშვილი: ხელისუფლებას ვურჩევ, დაფიქრდეს, რას ნიშნავს R2-ის გათიშვა

მწყობრად, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში გაკეთდა ძალიან ხმამაღალი შეფასებები იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედებს ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე რუსთავი ორის საკუთრების საკითხის ხელყოფა ხელისუფლების მიერ. ხელისუფლებას ვურჩევ, დაფიქრდეს, რას ნიშნავს არსებულ ვითარებაში ხალხისთვის ყველაზე პოპულარული, ყველაზე სანდო ტელევიზიის ეთერიდან გამორთვა და გათიშვა. ეს დასრულდება ძალიან სავალალოდ ხელისუფლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი რუსთავი ორის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე.

კომენტარები