რუსთავი 2-ის საქმე

ყარამანიშვილი: ხელისუფლებამ რ2 რომ ჩამოგვართვას, მაინც დავიბრუნებთ

რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ამ საქმის ბოლო იქნება არა სასამართლოში, არამედ ბოლო იქნება ის, რომ ჩვენი სიმართლე დამტკიცდება და რუსთავი 2 დარჩება ხალხის სამსახურში. ყველა ის მოძალადე, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. ჩვენს ქონებას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხელისუფლებამ რომც მოახერხოს და დროებით ჩამოგვართვას ქონება, ეს მაინც დროებითი მოვლენა იქნება, ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ. უფრო მეტიც, ავინაზღაურებთ მიყენებულ ზიანს, რომელსაც ძალიან კარგად დაითვლის არა ვიღაც ივანიშვილი, არამედ ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია.

რუსთავი 2 ის დამფუძნებელი გია ყარამანიშვილი, კურიერის ეთერში, ტელეკომპანიის საქმის შესახებ.

კომენტარები