ენმ

წიკლაური: პოლიტიკურმა მარცხმა ასე არ უნდა დაგაძაბუნოს და გაგაანჩხლოს

აი, ახლა წავიკითხე ზოგი მეგობრის ნააზრევი: სავსე ტყუილებით, ცილისწამებით, ყურით მოთრეული ბრალდებებით და მოვლენათა დამახინჯებით; წუწუნით და ჩივილით, უკადრებლის კადრებით და იმის მტკიცებით, რისაც თავადაც არ გჯერა.
პოლიტიკურმა მარცხმა ასე არ უნდა დაგაძაბუნოს, ასე არ უნდა გამოგფიტოს და ასე არ უნდა გაგაანჩხლოს.
ტ.ს. ელიოტის ერთი ლექსი მახსენდება, მგონი ,,კაცის ფიტულები”:
- ასე მთავრდება ეს წუთისოფელი,
ასე მთავრდებოდა ეს წუთისოფელი
ასე მთავრდებოდა ეს წუთისოფელი
არა გრიალით, არამედ სლუკუნით...

ნუგზარ წიკლაური ფეისბუქზე ელიოტს ციტირებს

კომენტარები