ოთხპუნქტიანი გეგმა

კვირიკაშვილი: სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას 4 პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად

მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ - ეს არის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერმინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულებაზე განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები