მარიხუანა

კვიციანი: ბევრი ვიცით, მარიხუანა რომ მოიხმარეს და მერე დაინვალიდდნენ გონებრივად

მარიხუანასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაქვს კონკრეტული მოსაზრება და ამხელა სასჯელი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რაც არის. მთლად თავისუფალიც რომ არ უნდა იყოს, ფაქტია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიცით ჩვენ, რომ მოიხმარეს და მერე დაინვალიდდნენ ადამიანები გონებრივად. ამის საშიშროება არსებობს, რა თქმა უნდა. ამიტომ რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს.

საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიოტთა ალიანსიდან, ემზარ კვიციანი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ საუბრობს. დეპუტატი აქვე აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი შევა, მხარს დაუჭერს. სტილი დაცულია.

კომენტარები