კულტურის სამინისტრო

გიორგაძე: თუ შემცირება მოგვიწევს, ეს არ იქნება მხოლოდ რიგითი თანამშრომლების ხარჯზე

თუ ჩვენ იძულებული ვიქნებით, საშტატო ერთეულები შევამციროთ, ეს არ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ რიგითი თანამშრომლების ხარჯზე. ვფიქრობთ, რომ გარკვეული რაოდენობა შეიძლება, თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებიც შემცირდეს - დაწყებული დეპარტამენტის უფროსებიდან და მათი მოადგილეებიდან. შეიძლება, გარკვეული დეპარტამენტების შერწყმა მოხდეს ან სულაც ახალი დეპარტამენტები გაჩნდეს. ვფიქრობ, ოპოტიმიზაციის პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე.

კომენტარები