კულტურის მინისტრი

გიორგაძე საიას კვლევაზე: არ გამხსენებია, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია

ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, წარმოიდგინეთ, 2005-ში აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე და ამ ბინაში 10 წელზე მეტია, არ ცხოვრობ, ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არ გახსენებია არავის ეს ფორმალური საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზსაც აუცილებლად გავასწორებ და გავაუქმებ იმ რეგისტრაციას.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საიას კვლევაზე, რომ მის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალი აქვს.

კომენტარები