უფლებები

პრემიერი: ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი

როდესაც ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ადამიანზე და მის უფლებებზე ვსაუბრობთ, ამით არავითარ შემთხევაში არ ვიწონებთ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ადამიანის უფლებების დაცვა და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა არის ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტი. სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება შეუძლებელია ამგვარი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე. ამიტომაც, ეს არის ჩვენი მთავარი საყრდენი და ამას ჩვენ საქმით ვამტკიცებთ. დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო იყო თაობების ოცნება და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე შესაძლებლობა საქართველო ჩადგეს თანამედროვე ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოების რიგებში.

ადამიანის უფლებათ დაცვის დღის აღნიშვნისთვის გამართულ მიღებაზე ამბობს პრემიერი.

კომენტარები