პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნები

მარშანია: მოვაგვაროთ იპოთეკით დაზარალებულებისა და საბჭოთა მეანაბრეების პრობლემა

როდემდე არ ვიმსჯელოთ იმ საკითხზე, რომელსაც ჰქვია იპოთეკით დაზარალებულებისა და ძველი საბჭოთა მეანაბრეების პრობლემა. არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელიც არ არის ამა თუ იმ ფორმით ბანკებთან დაკავშირებული. ჩვენი ძალიან ძლიერი მოთხოვნაა, რომ ამ თემაზე აუცილებლად და სასწრაფოდ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია. მახსოვს, ძალიან მძიმე წლებში, ახალი გამოვლილი იყო ომი აფხაზეთში, იმ გაუბედურებულ ბიუჯეტშიც კი გამოვნახეთ 5 მილიონი ლარი წელიწადში, რომ რაღაცნაირი კომპენსაცია მოგვეხდინა ამ ანაბრების. იგივე უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება გზები

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია პარლამენტში, სადაც ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს უსმენენ.

კომენტარები