საქართველოს მთავრობა

ქუმსიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი გახლავთ მოსიყვარულე, ვაჟკაცი, კარგი კაცი

ბატონო გიგა, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არის ძალიან ვაჟკაცი, კარგი კაცი, განათლებული, ქვეყნის პატრიოტი, მოსიყვარულე და მას აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობები და არ არის არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვაზე: "თქვენს პრემიერმინისტრს ხომ ეთანხმებით, რომელმაც ამ დარბაზში აღიარა, რომ ამ ტემპით, ეკონომიკური განვითარების თქვენი ტემპით ეს ქვეყანა 100 წელი, პირობითად ვამბობ, ვერ დაეწევა ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას. ამაშიც ეთანხმებით ხომ ღარიბაშვილს? ბოდიში, ღარიბაშვილს თუ დღევანდელი პრემიერმინისტრს, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, თქვენი გუნდის ლიდერს, ივანიშვილს".

კომენტარები