ვიზალიბერალიზაცია

ხოშტარია: გაოგნებული ვარ თქვენი თვითკმაყოფილებით, მართლა მოწყდით რეალობას?

გულწრფელად გაოგნებული ვარ იმ თვითკმაყოფილებით, რომელსაც ვისმენ აქ. იქნება ეს დემოკრატიული პროცესის სიამაყე, იქნება ეს ზოგადად "მადლობა პრემიერმინისტრს" თუ "აი, როგორ ყვავის ეს ქვეყანა". მართლა ხომ არ მოწყდით რეალობას, ხალხნო, რაზე საუბრობთ? პრემიერმინისტრი რომ ჩადის და რუსთავი 2-ის თუ პოლიტიკური დევნის თემაზე რომ ელაპარაკებიან ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ იქით ახალი მოთხოვნები გვქონდეს ევროპასთან, ეს არის საამაყო? თუ ის არის საამაყო, რომ ვიზალიბერალიზაცია და ევროპაში გამგზავრება კი არა, პურის ფულზე ფიქრობენ ადამიანები და წარმოუდგენელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომელიც საერთოდ უკან მოგვიტოვებს ყველა მიღწევას, თუ ამ ადამიანებს არ ექნებათ საშუალება, რომ გაემგზავრონ და ისარგებლონ ამ კონკრეტული სიკეთით.

ენმ-ის დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტში, 2017 წლის ბიუჯეტის განხილვაზე.

კომენტარები