2017 წლის ბიუჯეტი

გოცირიძე: ეს არის 4-წლიანი შეცდომების გამეორების ბიუჯეტი

ეს ბიუჯეტი არის იმის ნიშანი, რომ მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ეს არის დამარცხების ბიუჯეტი. ეს არის ძველი ცოდვების, 4-წლიანი შეცდომების გამეორების ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი არის ამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის სახე. ეს არის სარკე. როგორც ლენინი ამბობდა, ტოლსტოი რუსეთის რევოლუციის სარკე არისო, ეს ბიუჯეტი არის ამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის სახე. ჩაიხედონ და, სამწუხაროდ, ძალიან მახინჯ სურათს დაინახავენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე 2017 წლის ბიუჯეტზე.

კომენტარები