გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: გაზპრომის მხრიდან იყო საუბარი, რომ ჩვენ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადავიდეთ

ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. მათი [გაზპრომის] მხრიდან იყო საუბარი, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. გატარების საფასურს დღეს ჩვენ ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ, რომელიც მთლიანი მოცულობის 10 %-ია. თუმცა ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები