ლარის გაუფასურება

ჩერგოლეიშვილი: ბატონო პრემიერო, თქვენი ნაბიჯებით, არ გვავიწყებთ ლარის კურსს

თურმე, მოსახლეობამ ლარის კურსი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს, ჩვენც ეგ გვინდა, ბატონო პრემიერო, რომ დავივიწყოთ, მაგრამ თქვენი ნაბიჯებით, სამწუხაროდ, არ გვავიწყებთ და ყოველ დღე, ყოველ საღამოს, მოსახლეობა ლარის კურსს ამოწმებს, იმიტომ, რომ 500 000 ადამიანს სესხი აქვს დოლარში და მათ უმეტესობას - შემოსავალი ლარში. შესაბამისად, დავიწყება არ გამოვა.

მე არ მოვყვები ყბადაღებული საუკეთესო მეოთხე წლის და სხვა ფრაზების გახსენებას, გავიხსენებ მხოლოდ ამ მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ პერსონაჟს, ბატონ ნოდარ ხადურს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გამოგვიცხადა, რომ ქართული ეკონომიკა შეუქცევადი აღმავლობის ხანაში შედის.

როგორც ყველაფერი, ოცნების მხრიდან წამოსული, ქართული ეკონომიკა შევიდა შეუქცევადი დაღმავლობის ხანაში, ხელისუფლებას არ აქვს არც ნება, არც ხედვა, არც კომპეტენცია იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას მდგომარეობის გამოსასწორებლად, პირიქით, ყველა მათი ნაბიჯი აუარესებს მდგომარეობას.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი ორის ეთერში, ხვალ დაგეგმილი აქციის - "შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ" - შესახებ.

კომენტარები