2017 წლის ბიუჯეტი

კახიძე: კრიზისიდან გამოსვლის ნაცვლად, ბიუჯეტი ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს

კრიზისიდან გამოსვლის ნაცვლად, ჩვენი ბიუჯეტი ქვეყანას შეიყვანს კიდევ უფრო ღრმა კრიზისში. ბიუჯეტში დევს ე. წ კონვერტირების თანხა 65 მილიონი, რომ დოლარში აღებული სესხების გალარებას შეუწყოს ხელი. ფინანსთა მინისტრმა პირდაპირ დაგვიანონსა პარლამენტში, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება და ეს გააკეთა მაშინ როცა ლარის კურსი იყო 2,5 და რა თქმა უნდა, ბაზარმა მომენტალურად მოახდინა ამაზე რეაგირება და დღეს არის 2,7.   ყველაფერი არის სხვისი ბრალი, არის ქადაგიძის ბრალი, საგარეო ფაქტორის ბრალი, ბრექსითის ბრალი, ოპოზიციის ბრალი. ყველას ბრალია გარდა მთავრობისა, რომელიც გვეუბნება, რომ ყველაფერი არის კარგად. სინამდვილეში ყველაფერი არის ძალიან ცუდად და ამის პირველი სიმპტომი არის ის, რომ მთავრობა არ აღიარებს პრობლემას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე, 2017 წლის ბიუჯეტისა და ლარის კურსის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები