რუსეთის ელჩის მკვლელობა

პრემიერი: 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის მომსწრენი ვართ

გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის - ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო. 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას.

წერს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები